თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.