თბილისში საცხოვრებელი ბინა იწვის

ხანძარია თბილისში – პეკინის გამზირზე  საცხოვრებელი ბინა იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილზე 6 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილიდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუირება გახდა საჭირო. ამ წუთებში, ადგილზე ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.