თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია განახლდა

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია განახლდა. თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, იმ პირებს, რომლებმაც ერთხელ უკვე ისარგებლეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, ავტორიზაციის გავლა სააგენტოს ვებ-გვერდზე კვლავ შეეძლებათ.

საელჩოს ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა პირადი მონაცემების გამოყენებით განაცხადი ხელახლა უნდა ატვირთონ.

“ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილისა და ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის წარდგენა”, — წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.