თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად 100-მდე შენობა დაიწვა

თურქეთში, იუსუფელის რაიონში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგად 100-მდე შენობა დაიწვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი სოფელ დერეიჩიში ხის სახლებს გაუჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად სოფლის დიდ ნაწილზე გავრცელდა.

დამწვარია 35 შენობა და 60 საცხოვრებელი სახლი, დაღუპულია შინაური პირუტყვი.

იუსუფელის რაიონის სოფელ დერეიჩიში, სადაც 400 მოსახლეა, ცეცხლი ერთ-ერთ სახლს 17 მარტს, დღისით გაუჩნდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. თურქული მედია წერს, რომ ხანძრისგან მიყენებული ზარალი დილით გახდა ცნობილი, რადგან გაირკვა, რომ ბევრი სახლი მთიანად დამწვარია.