თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“თეო სადისტურად მოკლეს. ის სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ქმარიც დაჭრილია და უგონო მდგომარეობით იმყოფება საავადმყოფოში. იმედია, როცა გონს მოვა მოყვება რა მოხდა სინამდვილეში. როგორც პოლიცია ამბობს, სახლში შევიდა 4 ადამიანი და მოხდა კონფლიქტი. მიზეზს არ ამბობენ,“ – ამბობს მოკლულის მეგობარი.