თურქეთში, ართვინის პროვინციაში ძლიერი ხანძარია. სტიქიამ უკვე გაანადგურა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი იუსიფელის რაიონის სოფელ დერეიჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სხვა საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა.
ადგილზე ათობით სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
ადგილობრივის ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრეები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე არ გავრცელდეს.
„დაზარალდა უამრავი სახლი და მოქალაქეთა ქონება. თუმცა, კარგი ის არის, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – აღნიშნა თურქეთის შს მინისტრის მოადგილე ისმაილ ჩათაქლიმ.