დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა.
“რამდენი პროცენტია აცრილი, ამით იანგარიშება, მოცვა რამდენია, თორემ დაწყებით, შეიძლება, ვიღაცამ 100 დოზა გააკეთოს. დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა. დამთავრება, რეალურად, ისრაელს აქვს კარგად საქმე, რომელმაც 90% აცრა უკვე და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, რომელსაც 60% აქვს უკვე მოცვა. აშშ-ს აქვს 22%, დიდ ბრიტანეთს – 30% და მთლიანად ევროკავშირს – 7%”- აცხადებს იმნაძე.