იმუნიზაცია განახლდა – სად და როდის შეძლებთ კოვიდვაქცინის გაკეთებას

რუსთავში იმუნიზაციის პროცესი განახლდა.  კლინიკა “რუსთავში” ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” პრეპარატით მიმდინარეობს.

ქალაქში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება კლინიკა “რუსთავში”, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს 11:00 დან 14:00 საათამდეა შესაძლებელი.

ამ დროისთვის დაწესებულებას  “ასტრაზენეკას” 100 დოზა აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით,  ვაქცინაციის პროცესი  უახლოეს დღეებში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც დაიწყება.