ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები სოსო ტყემალაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზთან, სადაც რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს მოწინააღმდეგეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები სოსო ტყემალაძეს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. რაც შეეხება არჩევნების პროცესს, უკვე დაწყებულია ყრილობის დელეგატების რეგისტრაცია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. დელეგატების რეგისტრაცია დიდუბეში, “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში 13:00 საათიდან დაიწყება.