კასპში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი კასპის სასაფლაოზე რამდენიმე საათის წინ მწყემსმა იპოვა. მას ჭრილობა ყელის არეში, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.