კობახიძე: გვექნება მცდელობები ოპოზიცურ პარტიებთან

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელოვნურ კრიზისსაც სჭირდება მოგვარება.

როგორც კობახიძე ამბობს, კრიზისის მოსაგვარებლად მმართველ გუნდს კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან “მცდელობები” ექნება.

“მე გეთანხმებით, რომ ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება. ამისათვის ჩვენ ბუნებრივია ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, ბუნებრივია გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიცურ პარტიებთან. შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ, ჩვენ გვექნება მცდელობა და ყველა შემთხვევაში კონსტრუქციული მიდგომა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.