კოვიდვაქცინაციას 65 წელს ზემოთ ადამიანებიც შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 65 წელს და 75 წელს ზემოთ პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.