ანაფილაქსიური შოკი, მძიმე ალერგიული რეაქცია კოვიდვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთი იშვიათი გვერდითი მოვლენაა, რომელიც შესაძლოა, ადამიანს აცრის შემდეგ გამოუვლინდეს. სპეციალისტების ინფორმაციით, დროული რეაგირებისა და ჩარევის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს.
როგორია ანაფილაქსიური შოკის სტატისტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:
დიდი ბრიტანეთი
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) – 5 მილიონი აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი 41-ს გამოუვლინდა, 122 ათასი აცრიდან ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა;
გერმანია
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) – 363 000 აცრილიდან დაფიქსირდა 3 ანაფილაქსიური შემთხვევა, 121 ათას აცრაზე – ერთი;
Prizer/BioNtech (აშშ/გერმანია) – 5 387 000 აცრილ ადამიანში დაფიქსირდა 63 ანაფილაქსიური შოკი;
Moderna (აშშ) – 168 189 აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 1 ადამიანს;
აშშ
Prizer/BioNtech – 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე;
Moderna (აშშ) – 11,1 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე;
ავსტრალია
Oxford/Astra Zeneca – 9 652 აცრილიდან ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა 1 შემთხვევაში;
Prizer/BioNtech – 13 292 აცრილიდან ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა 1 ადამიანს;
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში აცრილი 60 მილიონამდე ადამიანიდან გვერდითი, სერიოზული რეაქცია დაუფიქსირდა 16,8%-ს. გვერდით მოვლენებს არცერთი ფატალური შემთხვევა არ მოჰყოლია.
ინფორმაციისთვის, ანაფილაქსი არის ორგანიზმის მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება სწრაფად, 5-დან 30 წუთამდე პერიოდში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს.
ანაფილაქსია საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას, რაც პირველ რიგში გულისხმობს, ეპინეფრინის(ადრენალინი) შეყვანას ორგანიზმში.
18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, რომელიც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციას აწარმოებს, 27 წლის ექთანი აცრიდან რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. მას, სავარაუდოდ, განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი.
ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროში “ასტრაზენეკას” დროებით შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით შეხვედერა მიმდინარეობს.