„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართება

თავისუფლების მოედანზე  „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართება.

“გაუქმდეს კომენდანტის საათი”, “თავისუფლება შერჩევითი არ არის”,- ამ შინაარსის წარწერებით აქციის მონაწილეებმა  თავისუფლების მოედანზე ტრანსფარანტები მიიტანეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გამჭვირვალე იყოს.

“ვითხოვთ საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალე სხდომებს. უსამართლობის განცდა გვაქვს, როდესაც ფანჯრიდან ვიხედებით, ვხედავთ როგორ დადიან სხვები მანქანებით, ჩვენ ვსხედვართ სახლში”,- აცხადებს აქციის მონაწილე.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ „კომენდანტის საათი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ – თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. მათივე თქმით, შეზღუდვის პირობებში სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა.