კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა 20 მარტს

საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 158 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,82%, ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო 7 დღის – 1,49%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 784 გამოჯანმრთელდა, 3 691 კი, გარდაიცვალა.