კორონავირუსის სტატისტიკა 23 მარტს

საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 903 ტესტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,53% ბოლო 14 დღის – 1,61%, ბოლო შვიდი დღის – 1,82%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 178 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 668 გამოჯანმრთელდა, 3 714 კი, გარდაიცვალა.