ლაგოდეხის საკრებულოს შენობაში არსებული გაერთიანებული წყალმომარაგების ფილიალი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილიალიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაგოდეხის სერვისცენტრი საკრებულოს შენობაში მესამე სართულზეა განთავსებული. ქურდობა სავარაუდოდ უქმე დღეებში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.