„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია ახლოვადიან სტრატეგიას შეიმუშავებს.
„დღევანდელ შეხვედრაზე აზრთა გაცვლა და გაზიარება იქნება. ასევე, განვსაზღვრავთ ახლოვადიან სტრატეგიას. მოგეხსენებათ, არის სიახლეები, მათ შორის, ვხედავთ ხელისუფლების ჭირვეულობას. უცხოელებთან ლაპარაკობ ერთი ენით და მერე ეს უცხოელები აღარ არიან, ლაპარაკობ იგივე სიძულვილის ენით, 80 -იან წლებში ეს მუშაობდა, მაგრამ ახლა სწრაფი თარგმანი არსებობს. ეს სიყალბე მალე აღმოჩენადია. ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ბრიუსელში გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია პირველ რიგში ჩავა იქ ხელცარიელი, თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ ორი კვირის თავზე თუ რაიმე პროგრესი არ იქნა, ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება”,- განაცხადა გიგი უგულავამ.