“ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი” – გოგი წულაიას ადვოკატი

ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, გოგი წულაიას ადვოკატმა განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, გოგი წულაიას უდანაშაულობა იმ ვიდეოჩანაწერებითაც დადასტურდება, რომელიც პროკურატურას აქვს მტკიცებულებად.

ამასთან, ადვოკატის თქმით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი თვლის, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

გოგი წულაიას დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.