მამუკა ხაზარაძე: ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე

ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, ახლა გადასაწყვეტია საკითხი, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე – პლებისციტი ამ არჩევნებამდე მისასვლელი გზაა, – ამის შესახებ  კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპრომისზე ყველა მხარე უნდა წავიდეს.

“მგონი, ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე იმიტომ, რომ ქვეყანას მეტი კომპრომისის საშუალება აღარ აქვს. ამაზე მეტი კომპრომისი არ არსებობს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვკითხოთ თუ რა უნდათ მათ“, – განაცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.

“ჩვენი შეთავაზება დიდი ხანია გაკეთებულია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ დანიელსონთან შეხვედრის წინ.