მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს.
ოპრა უინფრისთან ტელეკომპანია, „სიბიეს“-ში მიცემულ ინტერვიუში პრინც ჰარის მეუღლემ განაცხადა, რომ მის ვაჟს, არჩის, რომელიც ახლა უკვე ერთი წლისაა, უარი ეთქვა პრინცის წოდებაზე. მისივე თქმით,სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად მუქი შეიძლება ყოფილიყო მისი კანის ფერი.
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ბრიტანეთის დედოფალზე პირდაპირი ბრალდებები არ გაუჟღერებიათ.
„უბრალოდ აღარ მინდოდა მეცოცხლა, ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“, – თქვა მეგან მარკლიმ.