მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ზალკალიანმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან.

“ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას, ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც ამ თემაზე საკმაოდ ღიად საუბრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ყოველთვის ნათლად ვამბობთ საქართველო-ნატოს ურთიერთობების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას”, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ამას აზერბაიჯანის შემთხვევაში ვაკეთებთ,”- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.