მთაწმინდაზე საცხოვრებელი სახლი იწვის

მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 14 ეკიპაჟი. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები.

“მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავზე.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლისთანავე, სიტუაციის შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, არსებობდა ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება აღკვეთეს და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.