მინისტრის მოადგილე სპორტკომპლექსზე: რუსთავის ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იქნება

მთელი ქალაქის ისტორიის განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა იაღლუჯას მთიდან წამოსული ღვარცოფული ნაკადები, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებდა, როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე მოსახლეობას აზარალებდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, რუსთავში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი უწყებამ გასულ წელს დაასრულა, რამაც ქალაქი დატბორვისგან დაიცვა.

როგორც ბეგიაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სამინისტრო რუსთავში სპოტკომპლექსის პროექტზე მუშაობს.

“ეს პროექტი შარშან სამინისტრომ დაამთავრა 2020 წლის ზაფხულში, ამან სრულად დაიცვა ქალაქი ასეთი ტიპის პრობლემებისგან, ამჟამად მიმდინარეობს საინტერესო პროექტი,შერჩევა-შეფასების რეჟიმში. ეს არის მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი, ქალაქ რუსთავის ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იქნება და დარწმუნებული ვარ ეს ობიექტი გადაიქცევა ახალგაზრდობის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარული ხალხისთვის სერიოზულ ადგილად.”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.