მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

მიმდინარე კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 20 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზა ჩაიტანეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.

„კოვაქსისთვის“ ეს კვირა გარდამტეხი მომენტი იყო. ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში. ამ ორი ქვეყნის გარდა „კოვაქსმა“ ვაქცინები ჩაიტანა ანგოლაში, კამბოჯაში, კოლუმბიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გამბიაში, ინდოეთში, კენიაში, ლესოთოში, მალავიში, მალიში, მოლდოვაში, ნიგერიაში, ფილიპინებში, კორეის რესპუბლიკაში, რუანდაში, სენეგალში, სუდანსა და უგანდაში. საერთო ჯამში, „კოვაქსმა“ 20 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა ჩაიტანა. მომდევნო კვირაში კი კიდევ 31 ქვეყანას ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას მიაწვდის და ამით ქვეყნების საერთო რაოდენობა 51-ს მიაღწევს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ეს იმედის მომცემი პროგრესია, მაგრამ განაწილებული დოზების მოცულობა მაინც შედარებით მცირეა.