მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 115 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 550 489 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 90 728 126-ია.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების 21.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.