“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, ხელისუფლებასთან დიალოგს გამორიცხავს.
“არავითარი მოლაპარაკება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე. მე პირადად არანაირი დიალოგის მაგიდას არ მივუჯდები, თუ ჩემი კოლეგა არ იქნება დაუყოვნებლივ ციხიდან გათავისუფლებული.
ჩვენი მოთხოვნა, ოპოზიციის მოთხოვნა ემთხვევა ხალხის გულის ნადებს. ახალი არჩევნები დაუყოვნებლივ, ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება. მე კიდევ დავამატებ კონკრეტულ მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ შედეგების მიუხედავად, ახალი არჩევნების მიუხედავად, პოლიტპატიმრების განთავისუფლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს დაედოს საერთაშორისო სანქციები გარდაუვლად, რათა მის მიერ მოპარული, ჩვენგან წაღებული მილიარდები დაუბრუნდეს ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს მომავალს”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.