„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონებით მხარდასაჭერ მსვლელობას მართავენ.
რუსთავის ციხესთან მისვლამდე, აქციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. მათი ორი მთავარი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაა.
„რაც არ უნდა „ტრიუკები” ჩაგვიტაროს ივანიშვილმა ლობისტების დახმარებით, ამ ბრძოლას ის ვერ შეაჩერებს, მოუწევს უკან დახევა და ხალხის მოთხოვნების გათვალისწინება. ეს მოთხოვნები არის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. დღევანდელი მარშრუტით რესპუბლიკის მოედნიდან შსს-სთან გავივლით, სადაც შევახსენებთ, რომ ვარსებობთ ხალხი, რომელიც ამ ქვეყანაში ძალადობრივ რეჟიმს აპროტესტებს.
ბოლო წერტილი იქნება ნიკა მელიას პატიმრობის ადგილი, რუსთავის ციხესთან, სადაც გაიმართება აქცია”, – აღნიშნა ბესო გაზდელიანმა.