„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს – ენმ

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ოფისს იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე გასროლის კვალი ეტყობა ნიკა მელიას აი ამ ბანერს”, – წერს სალომე სიგუა.