ნიკოლა სარკოზი მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა “ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, სამართლებრივ სახელმწიფოში განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებებია საჭირო, ხოლო მის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

პირველ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და “გავლენით ვაჭრობაში”.

სასამართლომ სარკოზის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.