ოზურგეთში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და 1 000 ლარამდე თანხა წაიღო.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.