ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან​ გამოაცხადებს

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტთან გამოაცხადებს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ “სტატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, შექმნილ ვითარებაში წინააღმდეგობის მოძრაობა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ერთადერთი გამოსავალია.

“გუშინდელმა დღემ შეცვალა რეალობა, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ქვეყანა. “ოცნებამ” ზურგი შეაქცია არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მტელ დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო კონსტრუქციული თავის მიდგომებში არა მხოლოდ მოლაპარაკებების პროცესში, არამედ ქმედებებშიც — პრაქტიკულად, უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, გავაუქმეთ ყველა აქცია, მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, მაგრამ ხვალიდან უკვე მოქმედების სულ სხვა რეჟიმზე და სულ სხვა ტალღაზე გადავდივართ. ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია მაქსიმალურად მზად იყო კომპრომისებისთვის, თუმცა საბოლოოდ არა მხოლოდ ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების, არამედ პრაქტიკულად ყველა საკითხზე “ქართული ოცნებისგან” უარი მიიღო.