პაატა იმნაძე: ეს წელი კორონავირუსის დამარცხების წელი ნამდვილად იქნება

ეს წელი ნამდვილად იქნება ვირუსის დამარცხების წელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინა არ ვარგა. მინდა ასეთ ადამიანებს მივმართო, რომ ერთმანეთზე, ჩვენზე, სხვებზე იფიქრონ. გახსოვდეთ, როდესაც არ იცრები, საფრთხე ხარ სხვისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ის აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და არანაირი ჩივილი არ აქვს.