პაპუაშვილი: ექვსი პუნქტიდან ოთხს უკვე ვასრულებთ

“ქართულ ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას, პაპუაშვილის თქმით,  მმართველი პარტია 6 პუნქტიდან ოთხს უკვე ასრულებს.

“ამ 6 პუნქტიდან, ჩვენი ოპონენტები რასაც აყენებენ, ოთხს უკვე ვასრულებთ. ერთი საარჩევნო რეფორმაა, მეორე საგამოძიებო კომისია, მესამე რომელიც ამასთან არის მიბმული რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან სხვაობას და ასევე, მზაობა კონსტრუქციულ დიალოგისთვის, რასაც ჩვენ ასევე ვაცხადებთ.

რაც შეეხება პლებისციტს, ის თავისი სახით არის არასწორი ფორმა, რა უნდა ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს? ჩვენმა მოქალაქეებმა ყველაზე კარგად იციან, ვის მისცეს საკუთარი ხმა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.