გურჯაანში, დედ-მამის კონფლიქტის დროს დაღუპულ 8 თვის ჩვილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მეზობლები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი პირველი არ არის და ისინი ხშირად ჩხუბობდნენ.
მეზობლების განცხადებით, ბავშვს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც ჩაუტარდა.
ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ბავშვი უყურადღებობის გამო გაიგუდა, თუმცა, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა მას ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა, რის შედეგადაც ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
“პირქვე ეგდო ბავშვი, ესენი ჩხუბობდნენ, მანამდეც სულ ცემაობა ჰქონდათ” , – ამბობენ მეზობლები.