პრეზიდენტი შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს ხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება.

დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს დღეს, 13.00 საათზე შეხვდება