პრემიერი: თუ ვითარება გაუარესდა, შეზღუდვებს დავაბრუნებთ

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდება მთავრობა იძულებული იქნება გარკვეული შეზღუდვები დააბრუნოს.

მან მოსახლეობას პირბადის ტარებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ, რომ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრვენცია. მოგეხსენებათ, ჩვენ შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები, ეს ყველა ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეკონომიკა, მეორეს მხრივ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებულები გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ”, – თქვა ირკლი ღარიბაშვილმა.