პრემიერი: მიგვაჩნია, რომ საქართველოს ნატო-ში დაწინაურების დრო დადგა

2020 წელი აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება უფრო მას ამბიციურ დონეზე აიყვანს და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მეტად იქნება მორგებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ,ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო აძლიერებს რეფორმებს.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატო-ს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან. ნატო-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ჩვენი გამძლეობის გაზრდაში, ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს, დღის წესრიგს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა.

ეფექტურობას დაფუძნებული მიდგომა, კვლავ რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ საქართველოს წინადადების, მისი თავდადების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს გამოიწვევს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ წევრად ისახავს მიზნად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.