საქართველოში „ბრიტანული შტამი“ რომ მასიურად იყოს გავრცელებული, ინფექციის დაბალ რიცხვს ვერ შევინარჩუნებდით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბრიტანული შტამის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
„ბრიტანული შტამის კვლევა თითოეული ავადმყოფის დიაგნოსტიკის დროს შეუძლებელია. მას „პისიარ“ მეთოდი არ ყოფნის, უნდა მოახდინო მისი სეკვენირება, გენეტიკური კვლევა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება.
მსოფლიოში არსად და მათ შორის, არც ბრიტანეთში, ყველა ავადმყოფს არავინ იკვლევს ბრიტანული შტამია, ჩინური თუ აფრიკული. შერჩევითი გამოკვლევა ხდება და როდესაც შერჩევითი გამოკვლევის რაოდენობა მატულობს, შემდეგ ვარაუდობენ, რომ ეს შტამი მასიურად გაგრძელდა. საქართველოში შერჩევითი გამოკვლევით ბრიტანული შტამის რამდენიმე შემთხვევა იქნა ნანახი“, – განაცხადა ცერცვაძემ.