როგორ გადაწყდება რუსთავში წყალმომარაგების პრობლემა

რუსთავის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, რუსთავის მერმა, კომპანია “რუსთავის წყლისა” და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებმა წყალმომარაგების გახშირებული შეზღუდვის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ შემუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ავარიის შემთხვევაში წყალმომარაგება მაქსიმუმ 12-სთ-მდე შეიზღუდება. ამ ახალი გეგმის მიხედვით, ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგების შეზღუდვა აღარ განმეორდება.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მომავალი 3 წლის გეგმებსა და ინვესტიციებზე. კომპანია”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის,, გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დაგეგმილია იმ მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია, რომელ მონაკვეთზეც ახლა ავარიები გახშირებულია და ამის გამო ქალაქი ხშირად წყალმომარაგების გარეშე ერთ დღეზე მეტხანს რჩება.