როდის დაიწყება კოვიდვაქცინაცია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში?

ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში “ასტრაზენეკას” ვაქცინების მარაგი უკვე ჩაიტანეს. განისაზღვრა ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღებიც.  ხვალიდან იწყებს ვაქცინაციის პროცესს თეთრიწყარო, სადაც კოვიდვაქცინის 200 დოზა აქვთ.

მარნეულსა და გარდაბანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 17 მარტს დაიწყება, ჯამში მარნეულს ვაქცინის 1 000 დოზა აქვს, ხოლო გარდაბანს “ასტრაზენეკას” 750 დოზა გადაეცა.

18 მარტს დაიწყება ვაქცინაცია წალკაში, სადაც “ასტრაზენეკას” 100 დოზა ჩაიტანეს. ანალოგიურ დროს დაიწყებენ მედპერსონალის აცრას დმანისშიც, სადაც ვაქცინის 180 დოზა აქვთ.

რუსთავი კი პირველი ქალაქი იყო რეგიონის მასშტაბით, სადაც ვაქცინაცია დღეს დიწყო და პირველი რუსთაველი ექიმები უკვე აიცრნენ.