რუსთაველმა მოკრივეებმა ბათუმში, ჭაბუკთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.
ჩემპიონატში რუსთავიდან, რვა კაცისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მონაწილეობდა, მათგან ორი პრიზიორი გახდა და ტურნირზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციისთვის, რუსთაველი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.