რუსთავის „რუსთავი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა

ეროვნული ლიგა 2-ის პირველ შეხვედრაში რუსთავის „რუსთავმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ბოლნისელებიდან გოლის ავტორი ბიძინა მახარობლიძეა, რომელმაც პირველივე ტაიმში საკუთარი გუნდი დააწინაურა. “სიონის” კართან შექმნილი სახიფათო მომენტების მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.

ეროვნულმა ლიგა 2-მა სტარტი დღეს აიღო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. საფეხბურთო კლუბები ახლა უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.