კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, დღეს, 1 მარტს, რუსთავში, კომპანიის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარკვეულ მისამართებზე წყლის მიწოდება შეიზღუდება.
“მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კონპანიის ტექნიკური ჯგუფები აღდგენით სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებენ, რა დროსაც აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 1 მარტის საღამოს 23:00 საათიდან ხვალ, 2 მარტის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ინტერნატების დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.