რუსთავის “ხარები” “ლელო სარასენს ” დაუპირისპირდება

ხვალ რუსთავის “ხარები” “ლელო სარასენს ”  დაუპირისპირდება. დიდი 10-ის მე-10 ტურის შეხვედრა რუსთაველებისთვის გადამწყვეტია.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის რუსთავის “ხარები”  ინტენსიურად ემზადებიან და დღეს კაპიტნის ვარჯიშიც გამართეს.

შეხვედრა ნუცუბიძის სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება.