“რუსთავი” 2:0 “ჩიხურა”

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ეროვნული ლიგა 2-ში საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ამ ეტაპისთვის კრისტალბეთის ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში რუსთაველები მერვე ადგილს 3 ქულით იკავებენ. მათ ჩატარებული 4 თამაშიდან 3 წაგება და 1 მოგება აქვთ. მომდევნო თამაშს, კლუბი 2 აპრილს „გაგრას“ წინააღმდეგ გამართავს.