რუსთავში მძღოლების ტესტირება დაიწყო (+ვიდეო)

რუსთავში მიკროავტობუსების და სამარშრუტო ტაქსის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო.

ტესტირება ეხება როგორც საქალაქთაშორისო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს.

ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დაჩი გიორგაძის განცხადებით, მძღოლებს “კოვიდ-19”-ზე ტესტი ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.

მისი ინფორმაციით, ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასო იქნება.