რუსთავში “როიალ ფიტნესის” ფილიალი გაიხსნა

რუსთავში,შარტავას გამზირზე,  “როიალ ფიტნესის” ფილიალი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ადგილობრივი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, სპორტული დარბაზი 09:00-იდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც “კომენდანტის საათი” მოიხსნება, ფილიალი სრულ გრაფიკზე გააგრძელებს მუშაობას.

ფიტნეს დარბაზი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით მუშაობს.