საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. სწავლა განახლა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში.
“22-ვე ფილიალში აღდგა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი და მივიღეთ ჩვენი პატარები. გაერთიანება მზად არის სააღმზრდელო პროცესის გასაგრძელებლად, არანაირი შეფერხება არ გვაქვს, იყო ინფრასტრუქტურული პრობლემები მოსაგვარებელი, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოგვარდა და დღეს უკვე გამართულ ბაღებში მივიღებთ ბავშვებს. რაც შეეხება მასწავლებლებს არცერთი კოვიდ შემთხვევა არ გვაქვს და ჩვენი ყველა თანამშრომელი ჯანმრთელია” -განაცხადა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.