საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ კაკაბეთში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრის აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 60 წლამდე მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი მიიმალა, თუმცა იდენტიფიცირებულია.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.